5 ივლისს, ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სალომე ტყეშელაშვილმა და პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების გზით მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა.
ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში მხარეები საგანმანათლებლო მიმართულებით განხორციელებული პროექტების შედეგად მიღებული ინტელექტუალური რესურსის გაზიარებასა და ერთობლივი სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებაზე შეთანხმდნენ.